logo_geo
ჩრდილოეთ კაროლინაში შეიწყალეს კაცი, რომელმაც შეცდომით ციხეში 22 წელი გაატარა
- +

1 მაისი. 2021. 13:44

 

 

ჩრდილოეთ კაროლინის გუბერნატორმა, როი კუპერმა შეიწყალა კაცი, რომელიც 1995 წელს განზრახ მკვლელობისა და სხვისი ქონების დაწვის ბრალდებით გაასამართლეს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

 

1995 წელს სასამართლომ დერილ ენტონი ჰოვარდი ახალგაზრდა ქალის, დორის ვაშინგტონისა და მისი 13 წლის ქალიშვილის, ნიშონდას გაუპატიურებისა და გაგუდვის, ასევე მათი სახლის დაწვის ბრალდებით გაასამართლეს და 80-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

 

2009 წელს ჰოვარდის ადვოკატმა დნმ-ის ტესტის გადამოწმება მოითხოვა. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ დამნაშავისა და ჰოვარდის დნმ-ის ნიმუშები არ ემთხვეოდა ერთმანეთს.

 

ახლა დერილ ენტონი ჰოვარდს კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია. ჩრდილოეთ კაროლინაში შეცდომით გასამართლებულ პირებს ციხეში გატარებული ყოველი წლის სანაცვლოდ 50 000 დოლარის მოთხოვნა შეუძლიათ, თუმცა კომპენსაციის ჯამური თანხა 750 ათასს არ უნდა აღემატებოდეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი