logo_geo
თურქეთის პოლიციამ 212 დემონსტრანტი დააკავა
- +

1 მაისი. 2021. 17:30

 

 

„თურქეთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, სამართალდამცველებმა ტაქსიმის მოედანთან 212 დემონსტრანტი დააკავეს“, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

 

გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეების დაკავება ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს და „კომენდანტის საათის“ დარღვევას უკავშირდება.

 

სააგენტოს განცხადებით, 20 დემონსტრანტი, ასევე, დააკავეს დასავლეთ ქალაქ იზმირში.

 

თურქეთის პოლიციას კომენტარი არ გაუკეთებია გავრცელებულ ინფორმაციაზე.

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტამბოლსა და ანკარაში პოლიციამ ჟურნალისტებს საპროტესტო აქციების გადაღება აუკრძალა.

 

შეგახსენებთ, თურქეთი კოვიდ 19-ის გავრცელების გამო „ლოკდაუნს“ აწესებს.

 

დროებით შეჩერდება ბიზნესსაქმიანობა, დაიხურება სასწავლო დაწესებულებები, რესტორნები, პაბები და სხვა გასართობი დაწესებულებები.

 

სურსათის მაღაზიები, კვირის გარდა, ყოველ დღე იმუშავებს. საქალაქთაშორისო მოგზაურობას დასჭირდება ნებართვა. მიღებული გადაწყვეტილება 17 მაისის ჩათვლის იქნება ძალაში.

 

 

big_banner
არქივი