logo_geo
ჩინეთში იანძის ადიდებასა და ძლიერ ქარს 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
- +

1 მაისი. 2021. 19:06

 

 

„აღმოსავლეთ ჩინეთში, ნანტუნში, მდინარე იანძის ადიდებას, სულ მცირე, 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 102 კი დაშავდა“, - ამის შესახებ BBC წერს.

 

ოფიციალური უწყებების ცნობით, დაღუპულთაგან ზოგი მდინარემ წაიღო, ზოგს კი, მოგლეჯილი ხე ან ელექტროგადამცემი ბოძი დაეცა.

 

გადარჩენილთა შორისაა ორი ადამიანი, რომელიც ნავით მდინარეში თევზაობდა. იმავე ნავში მყოფი 9 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

 

წყალდიდობას თან ძლიერი ქარიც ახლდა. ქალაქში უამრავი სახლია დაზიანებული. უამინდობის გამო, 3 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

 

 

big_banner
არქივი