logo_geo
სტოკჰოლმში პოლიციამ შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა დემონსტრაცია დაშალა
- +

1 მაისი. 2021. 18:47

 

 

სტოკჰოლმის პოლიციამ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა არასანქცირებული დემონსტრაცია დაშალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

 

სამართალდამცველთა წარმომადგენელი აქციის ორგანიზატორს გაესაუბრა და უთხრა, რომ აქციაზე, რეგულაციებით გაწერილ 8 ადამიანზე მეტი შეიკრიბა. მას შემდეგ რაც დიალოგმა შედეგი ვერ გამოიღო, პოლიციამ დემონსტრაციის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო.

 

სულ ქალაქის ცენტრში გამართულ აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ინფექციის გავრცელების შეკავების მიზნით დაწესებული შეზღუდვები პიროვნების თავისუფლებას ზღუდავს და ადამიანის უფლებებს არღვევს.

 

შვედეთში კორონავირუსის 973 604 შემთხვევაა დაფიქსირებული, 14 048 ინფიცირებული გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი