logo_geo
ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა სასაზღვრო ზონიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის პროცესი დაასრულეს
- +

3 მაისი. 2021. 10:19

 

 

ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა სასაზღვრო ზონიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის პროცესი დაასრულეს. ამის შესახებ ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა.

 

ყირგიზეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ სიტუაცია საზღვარზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ამჟამად სტაბილურია და გასული ღამის განმავლობაში ინციდენტები და სროლები არ ყოფილა.

 

„ერთობლივი კომისიის მუშაობა, რომელშიც შედიან ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, განაგრძობს იმ ტერიტორიის შემოწმებას, რომელზეც ადრე განთავსებული იყო სამხედრო ნაწილები და სამხედრო ტექნიკა“, – აცხადებენ ყირგიზეთის ხელისუფლებაში.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ყირგიზეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ტაჯიკეთის საზღვარზე შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაზარალდნენ, 183-მდე გაიზარდა, რომელთაგან 34 დაიღუპა.

 

 

big_banner
არქივი