logo_geo
მამამ შვილი მოგზაურობის გამო გაყიდა - ჩინეთი
- +

3 მაისი. 2021. 12:38

 

 

ჩინეთში მამამ 2 წლის შვილი გაყიდა და მიღებული ფულით, ახალ ცოლთან ერთად სამოგზაუროდ წავიდა. ინფორმაციას South China Morning Post ავრცელებს.

 

დედ-მამის განქორწინების შემდეგ, სასამართლომ ბავშვზე მზრუნველობა მამას დააკისრა. 2 წლის ბავშვი, მამაკაცისა და მისი მეორე ცოლის მუდმივი კამათის საგანი იყო, რადგანაც ქალს ბავშვი არ უნდოდა.

 

ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, მამამ ბავშვის გაყიდვა გადაწყვიტა. მან ჩინეთში მცხოვრებ ერთ ერთ უშვილო წყვილს, საკუთარი 2 წლის ბიჭი 158 ათას იუანად ( 24 400$ ) მიჰყიდა და ცოლთან ერთად სამოგზაუროდ გაემგზავრა.

 

ცოტა ხნის შემდეგ, მამაკაცის ნათესავებმა შეამჩნიეს, რომ ბავშვი დაკარგული იყო და მომხდარი პოლიციას აცნობეს. პოლიციამ მამაკაცი ჩინეთში, ჯეძიანის პროვინციაში დააკავა.

 

 

big_banner
არქივი