logo_geo
საფრანგეთში ზვავს სამი მოთხილამურე ემსხვერპლა
- +

3 მაისი. 2021. 17:09

 

 

საფრანგეთის ზედა ალპების დეპარტამენტში ზვავს სამი მოთხილამურე ემსხვერპლა. მათი ცხედრები აღმოჩენილია. ინფორმაციას ამის შესახებ Le Telegramme ავრცელებს.

 

ზვავი დილით ჩამოწვა. ბრიანსონის ეროვნული ჟანდარმერიის სამთო ქვედანაყოფმა სამაშველო ოპერაცია დაიწყო, რომლის შედეგად სამი ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა.

 

ახლა პოლიცია გარდაცვლილთა ვინაობას ადგენს. ასევე ინციდენტის ყველა დეტალის დასადგენად გამოძიება დაიწყო.

 

 

big_banner
არქივი