logo_geo
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი: 2022 წელს მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის ვაქცინაციას 35-45 მილიარდი დოლარი დასჭირდება
- +

3 მაისი. 2021. 20:45

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ 2022 წელს მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის ვაქცინაციას 35-45 მილიარდი დოლარი დასჭირდება.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს კოვიდ-19-ის პრეპარატებზე წვდომის უზრუნველყოფის საერთაშორისო პარტნიორობას 19 მილიარდი დოლარის დაფინანსება ესაჭიროება.

 

„ჩვენი შეფასებით, 2022 წელს 35-45 მილიარდი დოლარი დაგვჭირდება, რათა მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის უმეტესობის ვაქცინაცია ვუზრუნველვყოთ“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი