logo_geo
ბილ და მელინდა გეითსები 27-წლიან ქორწინებას ასრულებენ
- +

4 მაისი. 2021. 10:27

 

 

27-წლიანი ქორწინების შემდეგ, „Microsoft“-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი და მისი მეუღლე მელინდა გეითსი ერთმანეთს შორდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ბილ და მელინდა გეითსები ავრცელებენ.

 

ერთობლივ განცხადებაში წყვილი აღნიშნავს, რომ დიდი ფიქრისა და ურთიერთობებზე მუშაობის შემდეგ, გადაწყვეტილება მიიღეს, ქორწინება დაასრულონ.

 

„ჩვენს ფონდში ერთად მუშაობას განვაგრძობთ, თუმცა, მივიჩნევთ, რომ ჩვენი ცხოვრების ახალ ეტაპზე ვეღარ განვვითარდებით, როგორც წყვილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

აღსანიშნავია, რომ განქორწინების ფინანსური მხარე არ გასაჯაროებულა.

 

big_banner
არქივი