logo_geo
ესპანეთში რეგიონული არჩევნები ტარდება
- +

4 მაისი. 2021. 13:19

 

ესპანეთში რეგიონული არჩევნები იმართება. წინასწარი გამოკითხვები აჩვენებს, რომ კენჭისყრაში მემარჯვენე-ცენტრისტული „სახალხო პარტია“ (Partido Popular) გაიმარჯვებს.

 

მადრიდის რეგიონული მთავრობის პრეზიდენტის თანამდებობას სწორედ ამ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, იზაბელ დიაზ აიუსოს უწინასწარმეტყველებენ.

 

42 წლის აიუსომ მრავალი მადრიდელის მხარდაჭერა მას შემდეგ მოიპოვა, რაც დაუპირისპირდა ესპანეთის მემარცხენე მთავრობის გადაწყვეტილებას, კორონავირუსის პანდემიის გამო, დაეხურათ ბარები და რესტორნები.

 

მის პროტესტს მოსახლეობის ნაწილის კრიტიკაც მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ ოპოზიციონერი უგულებელყოფს ჯანდაცვის ორგანოების რეკომენდაციებს.

 

გამოკითხვების თანახმად, „სახალხო პარტია“ ხმების 40%-ის მოპოვებას შეძლებს, რითაც ეროვნულ ასამბლეაში 2019 წელს მიღებული ადგილების რაოდენობას გაიორმაგებს.

 

https://imedinews.ge/ge/msoflio/200052/espanetshi-regionuli-archevnebi-tardeba

 

big_banner
არქივი