„პოლიციამ შეიარაღებული მამაკაცი დაჭრა, რომელიც აშშ-ში, ვირჯინიის შტატში მდებარე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შტაბში შეჭრას ცდილობდა“, - ამის შესახებ „ეფბიაის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ინფორმაციით, მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მამაკაცი ავტომობილიდან იარაღით გადმოვიდა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შენობაში შესვლას შეეცადა, რა დროსაც ის სამართალდამცავებმა დააკავეს.