logo_geo
ბავარიაში სრულად ვაქცინირებული პირებისათვის შეზღუდვები მოიხსნება
- +

4 მაისი. 2021. 17:11

 

ბავარიის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრმა, მარკუს ზიოდერმა განაცხადა, რომ რეგიონში სრულად ვაქცინირებული და გამოჯანმრთელებული პირებისათვის შეზღუდვები მოიხსნება.

 

კერძოდ, სრულად ვაქცინირებული და კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირები ნათესავებთან და ახლობლებთან შეხვედრას შეძლებენ. გარდა ამისა, მათ არ შეეხებათ კომენდანტის საათი და მაღაზიებსა და სხვა დაწესებულებებში ვიზიტისას კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

 

იმ შემთხვევაში, თუ ბავარიის ფედერალური მიწის რომელიმე რაიონში ან ქალაქში 100 ათასს მოსახლეზე ბოლო 7 დღის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 100-ს არ აღემატება, შესაძლებელი გახდება რესტორნების და კულტურული დაწესებულებების გახსნა.

 

ბავარიის მთავრობა აღნიშნული ზომების ამოქმედებას 6 მაისიდან გეგმავს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი