logo_geo
აშშ-ის რამდენიმე შტატში სტიქიამ ნგრევა გამოიწვია
- +

4 მაისი. 2021. 17:04

 

აშშ-ის რამდენიმე შტატში შტორმმა და ტორნადომ ნგრევა გამოიწვია. სტიქია ჯორჯიის, მისისიპისა და ტეხასის შტატებს დაატყდა თავს.

 

ჯორჯიის შტაში ორი ადამიანი გარდაიცვალა. ტეხასში ჰოსპიტალიზებულია სამი დაშავებული. როგორც სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი“ წერს, ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები, გადაატრიალა სატვრთო მანქანები და დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 100 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

 

შტორმის, ტორნადოსა და ძლიერი სეტყვის საფრთხე გამოცხადებულია ტეხასში, ლუიზიანაში, მისისიპიში, ალაბამასა და ტენესიში, ასევე არკანზასისა და ჯორჯიის ზოგიერთ რაიონში.

big_banner
არქივი