logo_geo
ბელგიელმა ფერმერმა შემთხვევით საფრანგეთთან საზღვარი გადასწია და ბელგიის ტერიტორია გააფართოვა
- +

4 მაისი. 2021. 19:03

 

ბელგიელმა ფერმერმა შემთხვევით საფრანგეთთან საზღვარი გადასწია. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ეს ფაქტი ისტორიის ადგილობრივმა მოყვარულმა აღმოაჩინა. გასეირნების დროს მან შეამჩნია, რომ ქვა, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის საზღვარს აღნიშნავს, 2,29 მეტრით, ბელგიის სასარგებლოდ იყო გადაწეული.

 

როგორც აღმოჩნდა, ეს ერთი ბელგიელი ფერმერის „ბრალი“ იყო - ქვა მის ტრაქტორს გადაადგილებაში ხელს უშლიდა, ამიტომ მან მისი გადაადგილება გადაწყვიტა და საფრანგეთის მხარეს გადასწია. შედეგად, საფრანგეთის ტერიტორია შეამცირა, ბელგიისა კი გაზარდა. საზღვრის ორივე მხარეს მომხდარმა ღიმილი გამოიწვია.

 

საფრანგეთსა და ბელგიას შორის 620-კილომეტრიან საზღვარზე მხარეები ჯერ კიდევ 1820 წელს შეთანხმდნენ. სწორედ მაშინ, საზღვრის აღსანიშნავად მის გასწვრივ ქვები დადგეს, რომლებიც დღემდე ადგილზეა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი