logo_geo
დონალდ ტრამპმა კომუნიკაციის ახალი ვებპლატფორმა აამოქმედა
- +

5 მაისი. 2021. 10:15

 

 

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კომუნიკაციის ახალი პლატფორმა აამოქმედა. როგორც დონალდ ტრამპის მთავარმა მრჩეველმა, ჯესონ მილერმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, ახალი ვებგვერდი არ წარმოადგენს სოციალური მედიის პლატფორმას. მისი განმარტებით, ვებგვერდთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მალე გავრცელდება.

 

6 იანვარს ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ სოციალურმა ქსელმა „ტვიტერმა“ ჯერ კიდევ მაშინდელი მოქმედი პრეზიდენტის პირადი მიკრობლოგი დაბლოკა. „ფეისბუქმა“ და ვიდეოპორტალმა „იუთუბმა“ კი, მას ანგარიშები დროებით შეუჩერეს.

 

მას შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტი განცხადებებს პრესრელიზების სახით აქვეყნებს, რომლებიც ამიერიდან ახალ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. მომხმარებლები დონალდ ტრამპის ვებგვერდის მასალების გაზიარებას „ტვიტერში“ და „ფეისბუქში“ შეძლებენ.

 

აღსანიშნავია, რომ დღეს კომპანია „ფეისბუქის“ საზედამხედველო საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დაბლოკოს თუ არა ტრამპის ანგარიში სამუდამოდ. თუ დონალდ ტრამპს შეზღუდვას მოუხსნიან, „ფეისბუქს“ შვიდი დღე ექნება იმისთვის, რომ ყოფილ პრეზიდენტს სოციალური ქსელის ანგარიში აღუდგინოს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი