logo_geo
მალიში ქალმა 9 ტყუპი გააჩინა
- +

5 მაისი. 2021. 12:49

 

 

აფრიკაში, მალის რესპუბლიკაში, ქალმა 9 ტყუპი - 5 გოგო და 4 ბიჭი გააჩინა. დედა და ბავშვები თავს კარგად გრძნობენ. ინფორმაციას მალის ჯანდაცვის სამინისტრო „ფეისბუქზე“  ავრცელებს.

 

მალის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 25 წლის ჰალიმა სისე მშობიარობამდე ორი კვირა ბამაკოს კლინიკაში იმყოფებოდა. შემდეგ კი პრეზიდენტ ბა ნადუს სურვილით, ქალი მაროკოს კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ულტრასონოგრაფიულმა კვლევამ 7 ტყუპის არსებობა დაადასტურა.

 

ბავშვების დაბადების შემდეგ მალის პრეზიდენტმა ექიმებსა და ჰალიმა სისეს მშობიარობის პროცესის მშვიდობიანად დასრულება მიულოცა.

 

 

 

big_banner
არქივი