logo_geo
„ასტრაზენეკას“ და „ფაიზერით“ ერთჯერადი ვაქცინაციის შემდეგ 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები ვირუსისგან 86,6%-ით არიან დაცული
- +

5 მაისი. 2021. 14:19

 

 

სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერით“ ერთჯერადი ვაქცინაციის შემდეგ  60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები ვირუსისგან 86,6%-ით არიან დაცული.

 

როგორც გამოქვეყნებული კვლევიდან ირკვევა, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთი დოზის ეფექტურობა 86,0%-ია, ხოლო „ფაიზერის“ 89,7 პროცენტი.

 

კვლევაში სამხრეთ კორეის 60 წელს გადაცილებული 3,5 მილიონი მოქალაქე მონაწილეობდა. მათ შორის 521 133 მოქალაქე, რომელმაც „ფაიზერის“ ან „ასტრაზენეკას“ ერთი დოზა გაიკეთა. როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, ვაქცინირებულთა ჯგუფში „კოვიდ-19“-ის სულ 29 შემთხვევა გამოვლინდა.

 

„კვლევა აჩვენებს, რომ ვაქცინები ერთი დოზის გაკეთების შემდეგაც კი ვირუსისგან დაცვის მძლავრი მექანიზმია. ამასთან, თვალსაჩინოა, რომ ადამიანებმა უნდა გაიკეთონ ვაქცინა რეკომენდებული განრიგის მიხედვით, რადგან მეორე დოზის შემდეგ ვირუსისგან დაცვის მაჩვენებელი გაიზრდება“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი