logo_geo
ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 11 ივლისს ჩატარდება
- +

5 მაისი. 2021. 14:59

 

 

„ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 11 ივლისს გაიმართება“, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა განაცხადა.

 

„მომავალ კვირაში პარლამენტს დავითხოვ და დროებით მთავრობას დავნიშნავ. ამ ვითარებაში არჩევნები 11 ივლისს უნდა ჩატარდეს“, - აღნიშნა რადევმა.

 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 4 აპრილს ჩატარებულ არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის პარტიამ - „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“ - გაიმარჯვა, თუმცა უმრავლესობა ვერ მოიპოვა, რის გამოც, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდა საჭირო, რაც ვერც ბორისოვმა და მოგვიანებით ვერც არჩევნებში მეორე და მესამე ადგილზე გასული პარტიების - „არის ასეთი ხალხი“ და „სოციალისტური პარტიის“ - ხელმძღვანელებმა ვერ მოახერხეს.

 

 

big_banner
არქივი