logo_geo
ჯანმო: მსოფლიოს COVID-19-ის კონტროლის შანსი აქვს, თუ ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას გამოიყენებს
- +

5 მაისი. 2021. 18:59

 

 

ჯანმო-ს COVID-19-თან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რთული სათქმელია, პანდემიის მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ არა, მსოფლიოს COVID-19-ის კონტროლის შანსი აქვს, თუ ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას გამოიყენებს.

 

„ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. უბრალოდ უნდა გავერთიანდეთ პოლიტიკური დონიდან ინდივიდუალურ დონემდე. ნამდვილად კრიტიკულ პერიოდში ვართ. რთული სათქმელია, გაუმჯობესდა თუ არა სიტუაცია. მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში მართლაც გაუმჯობესებულია ვითარება, ზოგიერთმა ქვეყანამ გვაჩვენა, რომ მათ შეუძლიათ კორონავირუსის კონტროლი, მათ შეუძლიათ გააკონტროლონ ვირუსის გავრცელება,  მსოფლიოს სხვა ნაწილში კი ვირუსი სწრაფად ვრცელდება“, - აღნიშნა ჯანმო-ს COVID-19-თან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა.

 

მარია ვან კერკხოვემ ასევე განაცხადა, რომ მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში ვირუსის გადაცემის გაზრდის რამდენიმე მიზეზი არსებობს, მათ შორის ვირუსის ახალი ვარიანტები, ვაქცინების არათანაბარი გავრცელება და შეზღუდვების მოხსნა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი