logo_geo
დონალდ ტრამპი: სიტყვის თავისუფლება ჩამომართვეს, რადგან სულით ავადმყოფ რადიკალ მემარცხენეებს სიმართლის ეშინიათ
- +

5 მაისი. 2021. 23:06

 

 

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Facebook-ის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც დონალდ ტრამპის Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშების დაბლოკვა ძალაში დატოვა.

 

„ის, რაც Facebook-მა, Twitter-მა და Google-მა ჩაიდინეს, ჩვენი ქვეყნისთვის აბსოლუტური სირცხვილია. აშშ-ის პრეზიდენტს სიტყვის თავისუფლება ჩამოართვეს, რადგან სულით ავადმყოფ რადიკალ მემარცხენეებს სიმართლის ეშინიათ, მაგრამ სიმართლე მაინც გაიმარჯვებს. ჩვენი ქვეყნის ხალხი ამას არ მოითმენს. სოციალური მედიის კორუმპირებულმა კომპანიებმა პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადონ და მათ აღარასდროს უნდა მიეცეს ჩვენი საარჩევნო პროცესის განადგურების უფლება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

 

big_banner
არქივი