logo_geo
მეგან მარკლმა ბრიტანული ტაბლოიდის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო
- +

6 მაისი. 2021. 11:19

 

 

ბრიტანეთის პრინცის ჰარის მეუღლემ მეგან მარკლმა, ბრიტანული ტაბლოიდის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ „The Observer“ ავრცელებს.

 

ცნობილია, რომ მეგან მარკლი გამომცემლობა „Associated Newspapers“-ს 2019 წელს გამოქვეყნებული სტატიის გამო უჩიოდა. ტექსტი შეიცავდა იმ წერილის ნაწყვეტს, რომელიც მეგანმა მამამისს, ტომას მარკლს მისწერა.

 

ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პუბლიკაციებით ტაბლოიდები სასექსის ჰერცოგინიას კონფიდენციალურობაში შეიჭრნენ და მისი საავტორო უფლებები დაარღვიეს.

 

გაზეთ „Associated Newspapers“-ის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ წერილის დაწერაში მარკლის ყოფილი თანაშემწე მონაწილეობდა, ამიტომ ის პრივატული არ იყო.

 

მარკლის მოგების შესახებ ჯერ კიდევ თებერვალში იყო ცნობილი, მაგრამ სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ ახლა მიიღო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი