logo_geo
დმიტრო კულება: უკრაინის NATO-ში გაწევრიანება მხოლოდ დროის ამბავია
- +

6 მაისი. 2021. 12:07

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ხელი შეუწყოს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

„გვსურს, რომ აშშ-მა უკრაინა როგორც დემოკრატიის აღმოსავლეთ საზღვარი განიხილოს ცენტრალურ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში. უკრაინას სურს დასავლეთში ინტეგრირებული იყოს, მათ შორის NATO-ში“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება მხოლოდ დროის ამბავია.

 

„NATO-ში გაწევრიანების გზა უკვე მაგიდაზე დევს. NATO-ში გაწევრიანების საკითხი ერთ დღეში არ გადაწყდება. კონფლიქტის მოსაგვარებლად ბევრი დრო გვაქვს, მაგრამ NATO-ში გაწევრიანების მკაფიო საგზაო რუკა უნდა გვქონდეს და სწორედ ამაში დაგვეხმარება აშშ“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.

big_banner
არქივი