logo_geo
საფრანგეთი 16-17 წლის ასაკის პირების ვაქცინაციას იწყებს
- +

6 მაისი. 2021. 14:33

 

 

„საფრანგეთმა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 16-17 წლის ასაკის მოზარდებში გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო“, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, ვაქცინაცია აღნიშნული ასაკის იმ პირებს ჩაუტარდებათ, რომლებიც დაინფიცირების შემთხვევაში დაავადების სერიოზული ფორმის განვითარების რისკის ქვეშ იმყოფებიან.

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ კატეგორიის 16-17 წლის ასაკის მოქალაქეები „ფაიზერის“ ვაქცინით ხუთშაბათიდან აიცრებიან.

 

big_banner
არქივი