logo_geo
ვაშინგტონში ქორწილში ცეკვა აიკრძალა
- +

6 მაისი. 2021. 18:03

 

 

აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში ქორწილში ცეკვა აიკრძალა. ინფორმაციას დედაქალაქის მერ მიურიელ ბაუზერის ბრძანებაზე დაყრდნობით „Fox 5“ ავრცელებს.

 

კოლუმბიის ოლქში ასეთ აკრძალვას იმით ხსნიან, რომ ცეკვისას პარტნიორები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან, ეხებიან ერთურთს, რაც კორონავირუსით დაინფიცირების რისკს ზრდის.

 

მერიის გადაწყვეტილებამ ქორწილების ორგანიზატორებს შორის დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ბევრმა წყვილმა ქორწილის სხვა ქალაქში ან მეზობელ შტატში გადახდა გადაწყვიტა.

 

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო ქორწილები ისედაც მოკრძალებულად, ძალიან ვიწრო წრეში ტარდება, ახალი აკრძალვა კი სტუმრებს მთავარ გასართობს ართმევს.

big_banner
არქივი