logo_geo
შერონ სტოუნი: დავინახე სინათლე, დავტოვე სხეული და ვესაუბრებოდი გარდაცვლილ ადამიანებს
- +

7 მაისი. 2021. 02:16

 

 

შერონ სტოუნმა შოუში Good Morning Britain ისაუბრა ინსულტზე, რომელიც 2001 წელს დაემართა.

მსახიობის თქმით, ექიმები ფიქრობდნენ, რომ მას გადარჩენის მხოლოდ 1%-იანი შანსი ჰქონდა.

 

"ამ მდგომარეობას ადამიანები ბევრნაირად განიხილავენ - როგორც სამეცნიერო, ასევე - სპირიტუალური კუთხით. მე ორივესი მჯერა.

 

როდესაც ეს მე დამემართა, ყველაფერი განვიცადე, რაზეც ლაპარაკობენ ხოლმე ადამიანები, როდესაც ხედავენ სინათლეს, ტოვებენ სხეულს... ვხედავდი ადამიანებს, რომლებიც გარდაიცვალნენ.

 

მათთან ეთერული ურთიერთობა მქონდა - არა დიალოგით, არამედ ერთმანეთის აზრს სიტყვების გარეშე ვიგებდით, შემდეგ კი ვიგრძენი ძალიან ძლიერი ტკივილი, თითქოს მკერდში ჩამარტყეს. ეს, როგორც აღმოჩნდა, დეფიბრილატორი იყო," - იხსენებს შერონ სტოუნი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი