logo_geo
აშშ-ში მე-6 კლასელმა გოგონამ თანაკლასელები ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა
- +

7 მაისი. 2021. 12:07

 

 

აშშ-ის აიდაჰოს შტატში მე-6 კლასელმა გოგონამ ორი თანაკლასელი და სკოლის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

 

მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ რიგბიში, „რიგბის საშუალო სკოლაში“ მოხდა.

 

პოლიციის მოსვლამდე გოგონას განიარაღება და დაკავება ერთ-ერთმა პედაგოგმა შეძლო. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით დაუდგენელია.

 

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

 

big_banner
არქივი