logo_geo
ისრაელის პოლიცია ტაძრის მთის ტერიტორიაზე შევიდა მას შემდეგ, რაც პალესტინელებმა პოლიციელებს ქვები და ბოთლები დაუშინეს
- +

8 მაისი. 2021. 00:49

 

 

ისრაელის პოლიცია ტაძრის მთის ტერიტორიაზე შევიდა მას შემდეგ, რაც პალესტინელებმა პოლიციელებს ქვები და ბოთლები დაუშინეს.

 

პოლიციის განცხადებით, სამართალდამცველებმა წესრიგის აღდგენა დაიწყეს სპეციალური საშუალებების გამოყენებით.

 

ტაძრის მთაზე ძალადობრივი არეულობის დროს ასობით ადამიანმა ქვები, ბოთლები და სხვადასხვა საგანი დაუშინა პოლიციის ოფიცრებს.

 

„ჩვენ არ დავუშვებთ არეულობის, ძალადობისა და პოლიციელთათვის ზიანის მიყენების მცდელობებს“, -აღნიშნეს ისრაელის პოლიციაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი