ევროკავშირმა „ფაიზერ/ბიოტექთან“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კიდევ 900 მილიონი დოზის შესყიდვის შესახებ შეთანხმება გააფორმა. ამის შესახებ BBC წერს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ვაქცინის დამატებით დოზებს ევროკავშირის ქვეყნები 2021-2023 წლებში მიიღებენ.
გასულ კვირას, ამერიკულმა კომპანიამ „ფაიზერმა“ და მისმა გერმანელმა პარტნიორმა „ბიოტექმა“, ევროკავშირის ევროპის წამლის სააგენტოს (ЕМА) განაცხადით მიმართეს და COVID-19-ის საწინააღმდეგო მათი ვაქცინის 12-15 წლის მოზარდებში გამოყენება მოითხოვეს.
ამ დროისათვის, ევროკავშირის მასშტაბით კორონავირუსზე სრულად ვაქცინაცია 298 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. ხოლო ქვეყნებს ვაქცინის 1.24 მილიონი დოზა გადაეცათ.