logo_geo
რუმინეთში, დრაკულას ციხესიმაგრეში ვაქცინაციის ცენტრი გახსნეს
- +

10 მაისი. 2021. 11:48

 

 

რუმინეთში, დრაკულას ციხესიმაგრეში ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იტყობინება.

 

ციხესიმაგრეში მისულ ადამიანებს „ფაიზერის“ ვაქცინით აცრიან, რის შემდეგაც ისინი ვაქცინაციის სპეციალურ დიპლომს მიიღებენ, თუმცა, ციხესიმაგრის უფასოდ დათვალიერების უფლება მათ არ მიეცემათ.

 

ამ დრომდე, ქვეყანაში ოთხი ვაქცინის გამოყენებაა შესაძლებელი: „ფაიზერის“, „მოდერნას“, „ასტრაზენეკასა“ და „Johnson & Johnson“-ის.

 

big_banner
არქივი