logo_geo
ჩინეთში, ცნობილი შუშის ხიდი დაზიანდა
- +

10 მაისი. 2021. 14:31

 

 

ჩინეთში, ქალაქ ლუნცზინში, ძლიერმა ქარმა შუშის ხიდი დააზიანა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „Daily Mail“ იუწყება.

 

გამოცემის ცნობით, ხიდიდან შუშები იმ დროს აიყარა, როდესაც მასზე ტურისტები გადადიოდნენ. შედეგად, ხიდზე ერთი ტურისტი ერთი საათის განმავლობაში ჩარჩა. მას ხიდიდან გადმოსვლაში მაშველები დაეხმარნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მას რაიმე დაზიანება არ მიუღია.

 

შუშის ხიდი მთა პიანზე, 100 მეტრის სიმაღლეზეა დაკიდებული.

 

big_banner
არქივი