logo_geo
მალტაში ვაქცინაციამ ზრდასრული მოსახლეობის 60% დაფარა - ქვეყანაში რესტორნები ხელახლა იხსნება
- +

10 მაისი. 2021. 18:42

 

 

„როიტერის“ ცნობით, მალტამ რესტორნებს მუშაობის უფლება მას შემდეგ მისცა, რაც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ვაქცინაციამ ზრდასრული მოსახლეობის 60%-ს მიაღწია და ინფიცირების შემთხვევები შემცირდა.

 

რესტორნები ორი თვის წინ დაიხურა, როდესაც 10 მარტს ინფიცირებულთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს, 510-ს მიაღწია.

 

ევროკავშირში მალტას ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული კამპანია ჰქონდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კუნძულზე ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

კვირას, ჯანდაცვის მინისტრმა კრის ფერნმა „ტვიტერზე" დააწერა, რომ ზრდასრული მოსახლეობის 60%-მა ვაქცინაციის ერთი დოზა მაინც მიიღო, რაც ორჯერ მეტია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე;

 

საცალო ვაჭრობის ობიექტებმა ხელახალი გახსნის უფლება 26 აპრილს მიიღეს. მალტამ ასევე გამოაცხადა, რომ ზაფხულში ტურისტებს 200 ევრომდე თანხას გადაუხდიან.

 

ამჟამად მალტას მიზანია, ბრიტანეთის მიერ „მწვანე ქვეყნების“ ნუსხაში მოხვდეს, ვინაიდან ტურისტების მეოთხედს მალტაში სწორედ ბრიტანელები შეადგენენ.

 

1 ივნისს მალტა პლაჟებსა და აუზებზე პირბადეების სავალდებულო ტარების რეგულაციის მოხსნასაც აპირებს.

 

 

big_banner
არქივი