logo_geo
ტომ კრუზმა მისთვის მინიჭებულ „ოქროს გლობუსებზე“ უარი თქვა
- +

11 მაისი. 2021. 11:20

 

 

ამერიკელმა მსახიობმა ტომ კრუზმა „ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციას“ „ოქროს გლობუსის“ სამი ჯილდო დაუბრუნა, რომელიც მას სხვადასხვა წელს მიენიჭა. ამის შესახებ გამოცემა „Deadline“ წერს.

 

მისი წყაროების ინფორმაციით, ამგვარად კრუზმა პროტესტი გამოხატა კინოპრემიის ჟიურის შემადგენლობაში ამერიკული საზოგადოების წარმომადგენელთა არასაკმარისი მრავალფეროვნების წინააღმდეგ.

 

მანამდე ტელეკომპანია NBC-მ, რომელიც ტრადიციულად დაჯილდოების ცერემონიას აშუქებს, ამავე მიზეზით 2022 წელს ღონისძიების ტრანსლირებაზე უარი თქვა.

 

კინოპრემიის გარშემო სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც გაზეთ „Los Angeles Times“-ში დაიწერა, რომ 87 ჟურნალისტიდან არცერთია შავკანიანი. ამის შემდეგ „ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციასთან“ თანამშრომლობაზე უარი თქვეს „Netflix“-მა და „Amazon“-მა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი