logo_geo
ჩინეთში შობადობამ იკლო
- +

11 მაისი. 2021. 11:45

 

 

„ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ბოლო ათი წლის განმავლობაში, შობადობამ იკლო“, - ამის შესახებ BBC წერს.

 

2010-2020 წლის განმავლობაში, მოსახლეობის საშუალო წლიურმა ზრდამ 0.53% შეადგინა. ცნობისთვის, 2000-2010 წლების განმავლობაში, ეს მაჩვენებელი 0.57% იყო.

 

მაჩვენებლის კლების ტენდენცია შეინიშნება ბოლო ათწლეულის სხვადასხვა ერთწლიან მონაკვეთს შორისაც. მაგალითად, გასულ წელს ჩინეთში 12 მილიონი ბავშვი დაიბადა, რაც მკვეთრი კლებაა 2016 წელთან შედარებით. ამ წელს ქვეყანაში 18 მილიონი ბავშვი დაიბადა.

 

1970-იან წლებში ჩინეთი დემოგრაფიული აფეთქების წინაშე აღმოჩნდა. 1979 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შემოიღეს შობადობის კონტროლის კანონი - „ერთი ოჯახი - ერთი ბავშვი". ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე ეს კანონი მხოლოდ 2015 წელს შეცვალეს და ოჯახებს 2 შვილის ყოლის ნება დართეს. რეგულაცია, რომელმაც ოჯახებს მეორე შვილის გაჩენის საშუალება მისცა, ჩინეთში 2016 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი