logo_geo
ისრაელის ქალაქ ხაიფაში ებრაელებსა და პალესტინელებს შორის დაპირისპირება მოხდა
- +

13 მაისი. 2021. 12:54

 

 

ისრაელის ქალაქ ხაიფაში ებრაელებსა და პალესტინელებს შორის დაპირისპირება მოხდა.

 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მანამდე ებრაელები ქალაქის ქუჩებში აქციებს მართავდნენ და არაბების ბიზნესებს, საცხოვრებლებსა და მეჩეთს თავს დაესხნენ.

 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ მასალაში ჩანს, რომ ჯოხებით შეიარაღებული ადამიანთა ჯგუფი ერთ-ერთი მოქალაქის სახლში ცდილობდა შეჭრას. დაპირისპირების დროს ერთ-ერთ შენობაში ცეცხლი გაჩნდა.

 

ისრაელის მედია წერს, რომ ხაიფაში 59 ადამიანი კვამლით მოიწამლა. ისრაელის სიდიდით მესამე ქალაქში არაბები მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენენ.

 

 

big_banner
არქივი