logo_geo
დიდ ბრიტანეთში აგატა კრისტის სახლი იყიდება
- +

13 მაისი. 2021. 15:55

 

 

დიდ ბრიტანეთში გასაყიდად გაიტანეს სახლი, სადაც ცნობილი მწერალი აგატა კრისტი ცხოვრობდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქონების სააგენტო „Mansion Global“ ავრცელებს.

 

„აგატა კრისტის სახლი არის დიდი ბრიტანეთის საეტაპო ქონება, რომლის ფასიც წლების განმავლობაში გაიზარდა. ქონების ღირებულება 2,75 მილიონ გირვანქა სტერლინგად არის შეფასებული“, - განაცხადა ქონების გაყიდვების აგენტმა.

 

აგატა კრისტიმ და მისმა მეუღლემ სახლი უოლინგფორდში 1934 წელს შეიძინეს. კრისტი იქ ცხოვრობდა გარდაცვალებამდე. სწორედ ამ სახლში დაიწერა წიგნები დეტექტივ ერკიულ პუაროს შესახებ და რომანების უმეტესობა მის მარპლიზე. სახლის ფასადზე დამონტაჟდა დაფა, რომელიც ეძღვნებოდა აგატა კრისტის.

 

მე-17 საუკუნეში აშენებული სამსართულიანი სახლის ფართობი 581 კვადრატული მეტრია. მას აქვს ხუთი საძინებელი და ოთხი მისაღები. სახლს ესაზღვრება 2 ჰექტარი ბაღი, რომელიც მდინარე ტემზას გადმოჰყურებს. მამულში ასევე განთავსებულია სასტუმრო ერთი ოთახით.

 

ცნობილია, რომ კრისტის ქონების ამჟამინდელმა მფლობელებმა სახლი 2002 წელს 1,24 მილიონ ფუნტად შეიძინეს. ამავდროულად, შეძენის დროს, მათ არ იცოდნენ, რომ სახლი ადრე აგატა კრისტის ეკუთვნოდა.

 

 

big_banner
არქივი