logo_geo
იტალიის პრემიერმა ხელფასზე უარი განაცხადა
- +

13 მაისი. 2021. 16:52

 

 

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ იტალიის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობისთვის ხელფასს არ აიღებს.

 

როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრს, მარიო დრაგის ხელფასის სახით წელიწადში 110 000 ევრო ეკუთვნოდა.

 

იტალიის პრემიერ-მინისტრმა არ დააკონკრეტა მიზეზი, რის გამოც ხელფასზე უარი განაცხადა.

 

მარიო დრაგის 2020 წლის საგადასახადო დეკლარაციის თანახმად, რომელიც 12 მაისს გამოქვეყნდა, მან 2019 წელს 583 470 ევროს შემოსავალი მიიღო.

 

აქედან 498 144 ევრო იტალიის პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო პენსიის სახით მიიღო, ვინაიდან წარსულში იტალიის ხაზინის გენერალური დირექტორისა და იტალიის ბანკის მმართველის თანამდებობები ეკავა.

 

 

big_banner
არქივი