logo_geo
ევროპული ავიაკომპანიები თელ-ავივის მიმართულებით რეისებს აჩერებენ
- +

13 მაისი. 2021. 18:07

 

 

ევროპული ავიაკომპანიები თელავივის მიმართულებით რეისებს აჩერებენ. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

 

მათი ინფორმაციით, თელ-ავივის მიმართულებით რეისები შეაჩერა „ბრითიშ ეარვეისმა“, „ვირჯინ ატლანტიკმა“, გერმანულმა „ლუფთჰანზამ“ და ესპანურმა „იბერიამ“.

 

რეისების გაუქმების მიზეზი ისრაელში არსებული დაძაბული ვითარება და გახშირებული სარაკეტო თავდასხმებია.

 

„ჩვენი კოლეგების და მომხმარებლების უსაფრთხოება ყოველთვის ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. სიტუაციას ყურდაღებით ვაკვირდებით“, - აცხადებენ „ბრითიშ ეარვეისში“.

 

კომპანია „ლუფთჰანზას“ განცხადებით, რეისებს ამ ეტაპზე 14 მაისამდე აჩერებს.

 

 

big_banner
არქივი