logo_geo
ევერესტზე ასვლის დროს ორი მთამსვლელი დაიღუპა
- +

13 მაისი. 2021. 18:24

 

 

ევერესტის მთაზე ასვლის დროს ამერიკელი და შვეიცარიელი ალპინისტები დაღლილობისგან დაიღუპნენ. ინფორმაციას ამის შესახებ News.Com.Au ავრცელებს.

 

შვეიცარიელი ალპინისტი მთის მწვერვალზე გარდაიცვალა. ამერიკელმა იმ ადგილას მიაღწია, რომელსაც ჰილარი სტეპს უწოდებენ და იქ გარდაიცვალა. 2021 წლის სეზონისთვის ისინი პირველი მთამსვლელები არიან, რომლებიც დაიღუპნენ.

 

„ჩვენ გავაგზავნეთ ჟანგბადის დამატებითი მარაგი, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ შევძელით“, - განაცხადა ტურ-ოპერატორის ხელმძღვანელმა.

 

 

big_banner
არქივი