logo_geo
ღაზის სექტორში ავიადარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა
- +

14 მაისი. 2021. 10:10

 

 

 

ისრაელის მიერ ღაზას სექტორზე განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა.

 

Euronews-ის მონაცემებით, საჰაერო იერიშებს 3 დღის განმავლობაში 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 27 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობამ კი, 580-ს გადააჭარბა.

 

პალესტინური სააგენტოს ცნობით, ბეით ლაჰიაში მაშველებმა ერთ-ერთი სახლის ნანგრევებში მამაკაცის, 4 ბავშვისა და ორსული ქალის ცხედრები იპოვეს. განადგურებულია 500-მდე საცხოვრებელი სახლი, მათ შორის, 4 მაღალსართულიანი კორპუსი.

 

ისრაელსა და პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ორმხრივი სარაკეტო დარტყმები 9 მაისიდან არ წყდება.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი