logo_geo
საბერძნეთმა ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა
- +

14 მაისი. 2021. 12:11

 

საბერძნეთმა ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა. ამის შესახებ ქვეყნის ტურიზმის სამინისტრომ განაცხადა.

 

ქვეყანა ტურისტებს უსაფრთხო დღესასწაულს ჰპირდება, ექვსი თვის წინ შემოღებული ყველა შეზღუდვა გაუქმებულია. კერძოდ, ტურისტებს ქვეყანაში შესვლისთანავე არ მოეთხოვებათ კარანტინის გავლა. გარდა ამისა, მოიხსნა შეზღუდვები საბერძნეთის მოქალაქეებისთვის რეგიონებში მოგზაურობისთვის და გაიხსნა მუზეუმები.

 

საბერძნეთში შესასვლელად, მოგზაურებმა უნდა წარადგინონ ვაქცინაციის მოწმობა ან ტესტის უარყოფითი პასუხი, ან გადატანილი კორონავირუსის დამადასტურებელი მოწმობა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი