logo_geo
დონალდ ტრამპი ზაფხულში აქციების განახლებას გეგმავს
- +

14 მაისი. 2021. 12:39

 

აშშ-ის ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ივნისში მხარდამჭერებისთვის აქციების განახლებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „New York Post“ ავრცელებს.

 

ექს-პრეზიდენტის შტაბში აცხადებენ, რომ ამერიკის დამოუკიდებლობის დღემდე - 4 ივლისამდე - სულ სამი მიტინგი გაიმართება. ზუსტი დრო და ადგილი ჯერ ცნობილი არ არის.

 

დონალდ ტრამპის მიერ აქციების გამართვასთან დაკავშირებით ინფორაცია ამერიკულ მედიაში ჯერ კიდევ აპრილში გავრცელდა. CNN-ის ინფორმაციით, ტრამპი მიტინგებს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკოსთა მხარდაჭერის მიზნით გეგმავს. 6 იანვრის მოვლენების შემდეგ, როდესაც ექს-პრეზიდენტის მომხრეებმა ჯო ბაიდენის საარჩევნო შედეგების დამტკიცების ხელშეშლის მიზნით კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმი განახორციელეს, ტრამპი საჯარო ღონისძიებებზე აღარ გამოჩენილა. მარტის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2024 წელს დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.

big_banner
არქივი