logo_geo
ვან გოგის ნახატი 39 მილიონ დოლარად გაიყიდა
- +

14 მაისი. 2021. 12:43

 

ჰოლანდიელი იმპრესიონისტის ვინსენტ ვან გოგის ნახატი „ხიდი ტრინკვეტაილში“ (1888 წ.) ნიუ-იორკში, კრისტის აუქციონზე 39 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა. ინფორმაციას აუქციონის საიტი ავრცელებს.

 

ნახატის თავდაპირველი ღირებულება 34 მილიონს შეადგენდა, ხოლო ყველა დამატებითი ხარჯის გათვალისწინებით, მყიდველს 39,29 მილიონი დოლარის გადახდა მოუწია.

 

აუქციონის წარმომადგენლობის განცხადებით, ვან გოგმა ეს ნამუშევარი საკუთარი შემოქმედებითი ცხოვრების ყველაზე პროდუქტიულ პერიოდში შექმნა.

 

ნახატის ნახვა შესაძლებელი იქნება დეტროიტის ხელოვნების ინსტიტუტში 2022-დან 2023 წლის ჩათვლით.

big_banner
არქივი