logo_geo
ინდოეთის პრემიერი კოვიდ-კრიზისზე: ჩვენ თვალწინ უხილავი მტერი დგას და ამ მტერს მრავალი სახე აქვს
- +

14 მაისი. 2021. 16:12

 

 

პირველად, სამი კვირის განმავლობაში, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ პანდემიის მეორე ტალღით გამოწვეულ კრიზისზე საჯაროდ ისაუბრა.

 

„ჩვენ თვალწინ უხილავი მტერი დგას და ამ მტერს მრავალი სახე აქვს. კორონავირუსის გამო, ჩვენ უამრავი საყვარელი ადამიანი დავკარგეთ“, - აღნიშნა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

აპრილში ნარენდრა მოდი ამტკიცებდა, რომ ახალი შემთხვევების მატების მიუხედავად, ქვეყანაში ლოკდაუნის დაწესება საჭირო არ იყო.

 

ინდოეთის მთავრობა მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა პანდემიის მეორე ტალღაზე რეაგირების გამო, რადგან ასობით ადამიანი ჟანგბადის, საავადმყოფოების საწოლებისა და მედიკამენტების უკმარისობის გამო გარდაიცვალა.

 

„ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში კოვიდ-პაციენტებისთვის განკუთვნილი საავადმყოფოები სწრაფად შენდება. ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, ჟანგბადის საწარმოებს ვქმნით. ქვეყნის შორეულ ადგილებში ჟანგბადის მიწოდება მატარებლებით ხდება. ინდოეთი არ არის ქვეყანა, რომელიც იმედს კარგავს. იმედს არ დავკარგავთ. ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ნარენდრა მოდიმ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი