logo_geo
მექსიკაში დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს
- +

14 მაისი. 2021. 16:46

 

მექსიკელმა მეცნიერებმა კოაუილას შტატში, დამშრალი წყალსაცავის ფსკერზე, დინოზავრის ადრე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც სხვა დინოზავრის სახეობებისგან მკაფიოდ განსხვავდება. ახალი სახეობის დინოზავრი, სავარაუდოდ, დედამიწაზე 72-73 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ინფორმაცია ამის შესახებ გამოქვეყნებულია ქვეყნის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის ვებგვერდზე.

 

მეცნიერებმა აღმოჩენას უკვე დაარქვეს Tlatolophus galorum-ის სახელი. აღინიშნა, რომ სახეობის იდენტიფიკაცია ცხოველის თავის ქალის კარგი მდგომარეობის გამო მოხერხდა.

 

ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს, მკვლევარებმა იპოვეს ჰიდროსაურიდების ოჯახის დინოზავრის კუდის ნეშტები. მას შემდეგ არქეოლოგებმა დაიწყეს ფართო გათხრები, რის შემდეგაც შეგროვდა სხეულის სხვადასხვა ნაწილები.

 

„ყველა ამ დასკვნის შემდეგ, ჩვენ დავრწმუნდით, რომ აღმოჩენილია დინოზავრების ახალი გვარი და ჯიში“, - განაცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა.

 

ექსპერტების ვარაუდით, ეს დინოზავრები მძლავრი ხმებს გამოსცემდნენ მტაცებლების შესაშინებლად ან რეპროდუქციული მიზნებისათვის.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი