logo_geo
აშშ-ში ქალმა ლატარიის ბილეთი გარეცხა და 26 მილიონი დოლარი დაკარგა
- +

14 მაისი. 2021. 17:55

 

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ქალმა შემთხვევით ლატარიის ბილეთი გარეცხა და მოგებული 26 მილიონი დოლარი დაკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი KTLA ავრცელებს.

 

40 წლის ქალმა ბილეთი ბენზინგასამართ სადგურზე, 2020 წლის ნოემბერში იყიდა. ვიდეოთვალთვალის კამერებმა ეს მომენტი დააფიქსირეს.

 

ცოტა ხნის წინ ქალი მაღაზიაში დაბრუნდა და განაცხადა, რომ ბილეთი ჯიბეში ჩაიდო, შემდეგ კი ტანსაცმელთან ერთად გარეცხა, რის შედეგადაც იგი განადგურდა.

 

ვიდეოჩანაწერი ლატარიის წარმომადგენლებს გადაეცათ, მაგრამ გამარჯვებულის ვინაობა ამ გზით ვერ დადასტურდა, ვინაიდან მაღაზიაში ორიგინალი ვერსია ახალმა ჩანაწერმა გადაფარა.

 

ამასთან, გამარჯვებულის მიერ პრიზის მისაღებად განაცხადის წარდგენის ვადა ხუთშაბათს, 13 მაისს ამოიწურა. იმ შემთხვევაში, თუ პრიზს არავინ წაიღებს, $ 19.7 მილიონი კალიფორნიის საჯარო სკოლებს გადაერიცხება.

big_banner
არქივი