logo_geo
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: აუცილებელია, გაეროს უშიშროების საბჭომ სწრაფად გადადგას ნაბიჯები იერუსალიმში მშვიდობისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად
- +

14 მაისი. 2021. 19:25

 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს და მუსლიმურ ქვეყნებს მოუწოდა, შეაჩერონ ისრაელსა და ღაზას მებრძოლებს შორის დაპირისპირება და აღნიშნა, რომ თურქეთი მხარს დაუჭერს გაეროს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ძალადობის დასრულებისკენ იქნება მიმართული.

 

„ვიწვევთ ნებისმიერ სახელმწიფოსა და ინსტიტუტს, განურჩევლად მათი რწმენისა და წარმოშობისა, რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედონ ისრაელის თავდასხმების წინააღმდეგ”, - აღნიშნა ერდოღანმა.

 

მისი თქმით, ისრაელის მოქმედებებმა იერუსალიმსა და ღაზაში აჩვენა, რომ ის არის „ტერორისტული სახელმწიფო.“

 

„აუცილებელია, გაეროს უშიშროების საბჭომ სწრაფად გადადგას ნაბიჯები იერუსალიმში მშვიდობისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად,“– აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

მისი თქმით, თუკი ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომელიც 57 წევრისგან შედგება და რომელიც თავს მუსლიმური სამყაროს კოლექტიურ ხმას უწოდებს, „დაუყოვნებლივ არ გამოიჩენს კონკრეტულ და ეფექტურ დამოკიდებულებას, ჩაითვლება, რომ მან უარყო საკუთარი არსებობა.“

წყარო : wyaro
big_banner
არქივი