ჩინეთში ტორნადოს შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი პირი კი დაშავდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ტორნადომ ყველაზე მეტად ჰუბეის პროვინციის დედაქალაქი უხანი დააზარალა, სადაც სტიქიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თავად უხანის მთავრობა ამბობს, რომ დაშავებულია 218 ადამიანი. ტორნადომ ქალაქში 27 სახლი დაანგრია, 130 კი დააზიანა.
ტორდნადოს ქალაქ შენგზიში 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად რამდენიმე შენობა და ელექტროენერგიის ობიექტი დაზიანდა.
ცნობისთვის, უხანი არის ქალაქი, სადაც 2019 წლის ბოლოს, პირველად აღმოაჩინეს COVID-19.