logo_geo
სომხეთის ატომური ელექტროსადგური გააჩერეს
- +

15 მაისი. 2021. 12:58

 

 

სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მუშაობა 15 მაისიდან გაჩერდა. ამის შესახებ „არმენპრესი“ გაზეთ „რესპუბლიკა არმენიაზე“ დაყრდნობით იუწყება.

 

ატომური ელექტროსადგური 141 დღის განმავლობაში იქნება გაჩერებული, სომხეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ელექტროენერგიის დეფიციტს ის საქართველოდან მიღებული ელექტროენერგიით შეავსებს, რაზეც საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს.

 

გაზეთი წერს, რომ მანამდე სადგურის გაჩერება, როგორც წესი 2 თვეს გრძელდებოდა, ახლა კი ის 141 დღით გააჩერეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი