logo_geo
მადამ ტიუსოს მუზეუმის სამეფო დარბაზიდან ჰარისა და მეგანის ფიგურები აიღეს
- +

15 მაისი. 2021. 14:10

 

 

ლონდონში, მადამ ტიუსოს მუზეუმის ადმინისტრაციამ სამეფო ოჯახის ექსპოზიციიდან სასექსის ჰერცოგის, პრინც ჰარისა და მისი მეუღლის, მეგან მარკლის ცვილის ფიგურები აიღო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ იტყობინება.

 

მეგანისა და ჰარის ცვილის ქანდაკებები ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების ფიგურების გვერდით იდგა, თუმცა პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის მიერ სამეფო პრივილეგიებზე უარის თქმის შემდეგ, მუზეუმის ადმინისტრაცია იძულებული გახდა ისინი „გამოესახლებინა".

 

პრინც ჰარისა და მისი მეუღლის ფიგურები მსახიობების დარბაზში გადაიტანეს, სადაც პრიანკა ჩოპრას, ჯორჯ კლუნის, ბრედ პიტის, ნიკოლ კიდმანისა და სხვა ცნობილი ადამიანების ცვილის ფიგურებია განთავსებული.

 

ცნობისთვის, მეგან მარკლი მეორე შვილს ელოდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი