logo_geo
„ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით კიდევ რამდენიმე რაკეტა გაუშვა
- +

15 მაისი. 2021. 15:23

 

 

რადიკალურმა პალესტინურმა დაჯგუფებამ „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით კიდევ რამდენიმე რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ Times of Israel ავრცელებს.

 

„ჰამასში“ აცხადებენ, რომ ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქების მისამართით გაშვებული რაკეტები წარმოადგენს პასუხს ღაზაში ავიაიერიშის შედეგად 10 პალესტინელის გარდაცვალებაზე.

 

განგაშის სირენები ჩაირთო თელ-ავივში, ჰოლონში, ბათ იამში, აშდოდსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში.

 

13 მაისს ისრაელის არმიის საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ღაზის სექტორის მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ ისრაელში მშვიდობა და უსაფრთხოება არ აღდგება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი